წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტერენტი გრანელი გაიხსენეს
12-06-2018
წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. მუზეუმის დირექტორმა ბროლისა ლუკავამ მოსწავლეებს თბილი და საინტერესო შეხვედრა მოუწყო.
დათვალიერების შემდეგ მუზეუმის დარბაზში მოსწავლეებმა გრანელის ლექსები, მოგონებები და მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ცნობები წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა ასევე ყვავილებით შეამკეს პოეტის ძეგლი.
ბოლოს კი მათ გრანელის სახელობის პარკში გადაინაცვლეს, სადაც მხიარული და სასიამოვნო დღე გაატარეს.