თბილისის N9 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ 
28-10-2024

ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლის დირექტორი ელეონორა ფერაძე მოსწავლეებს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავს და მათ წინსვლას უსურვებს.

„შრომა ყოველთვის ფასდება. გახარებული, წარჩინებული მოსწავლეები და ბედნიერი მე.

კიდევ უამრავი წარმატება ჩემო ძვირფასებო .

დიდი მადლობა თითოეულ მასწავლებელს გაწეული შრომისთვის. მადლობა მშობლებს მათი აღზრდისთვის“, - აღნიშნავს ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203