სამტრედიის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები არა მხოლოდ საქმის პროფესიონალები არიან, არამედ შემოქმედებითი უნარებითაც არიან დაჯილდოებულნი. ისინი, ბავშვებს მაგალითს აძლევენ, თუ როგორ უნდა უყვარდეთ პოეზია და სამშობლო.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, კვირეული სახელწოდებით - „პოეზია და ჩემი სამშობლო“ გაიმართა.
„ქართველი კაცი ყოველთვის ცდილობდა, თავის სამშობლოს პოეზიის საშუალებით მოჰფერებოდა. ამ ტრადიციის გასაგრძელებლად, ქალაქ სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში გაიმართა კვირეული სახელწოდებით - „პოეზია და ჩემი სამშობლო“, - აღნიშნავენ სკოლაში.
კვირეულის იდეის ავტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლენა სტურუა გახლავთ. აღნიშნულ კვირეულში მონაწილეობდა სასკოლო საზოგადოება.
პროექტის დასასრულს კი მასში სკოლის მასწავლებლებიც ჩაერთნენ. მონაწილეებმა ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ეს დღე ძალიან ემოციური და შემოქმედებითად დატვრითული იყო.
იხილეთ ვიდეო: