ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პირველ კლასში „ანბანის ზეიმი“ გაიმართა 
28-10-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

„ანბანის ზეიმი“ პირველკლასელებს მასწავლებელმა - თამუნა სამუშიამ მოუწყო.

პირველი ასოების გაცნობა, პირველი სიტყვისა და წინადადების წაკითხვა სტუმრების თანდასწრებით, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

„პატარებმა იას ლექსები მიუძღვნეს და ხატოვნად წარმოთქვეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

​მათ ღია გაკვეთილზე ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ღია გაკვეთილს დაწყებითი კლასების კათედრის წევრები - ლანა კაკაჩია და თამილა ჭაჭუა ესწრებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203