შორაპნის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
28-10-2024

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეები, ხელოვნებაში,სასკოლო პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ.

მათ დევების ქანდაკებები დაათვალიერეს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - ხარაგაულის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი და ლაშის ვანის ღვთიშობლის სახელობის ეკლესია მოინახულეს.

მოსწავლეები გასვლით აქტივობაში პედაგოგ გულნაზ კვინიკაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. ისინი დადებითი ემოციებით დაიტვირთნენ და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

„მათ დაათვალიერეს დევების პალეოლოთიურ ნასახლარიდან რამოდენიმე ათეულ მეტრში არსებული დევების ქანდაკებები, ბიუსტები და ბარელიეფები. მოსწავლეები აღნიშნული პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებულ უბისის მონასტერს ესტუმრებიან, რის შემდეგაც მიღებულ ინფორმაციასა და შთაბეჭდილებებს პრეზენტაციით გაგვიზიარებენ“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203