სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია.
22 ოქტომბერს, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შემოდგომის სეზონის შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
გუნდები დაიყო ასაკობრივ ჯგუფებად.
პირველი ასაკობრივი კატეგორია გულისხმობდა - III, IV, და V კლასებს, მეორე ასაკობრივი კატეგორია - VI,VII,VIII კლასებს, ხოლო მესამე ასაკობრივი კატეგორია - IX, X, XI და XII კლასებს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ჩემპიონატი ჩატარდა ორგანიზებულად და საინტერესოდ. მოსწავლეებმა გამოავლინეს ლოგიკური მსჯელობის უნარი და გამჭრიახობა.
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც დაჯილდოვდნენ შესაბამისი დიპლომებით.
იხილეთ ფოტოები: