ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა, მშობლების და პედაგოგების დახმარებით, ზღაპარის - „სამი გოჭის“ მიხედვით, სპექტაკლი დადგეს. მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები და სამსახიობო ოსტატობა გამოავლინეს.
სკოლის დირექციამ თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა და სიგელებით დააჯილდოვა.
„მსგავსი აქტივობები უფრო სახალისოს და საინტერესოს ხდის სასწავლო პროცეს, ავლენს ბავშვის შემოქმედებით პოტენციალს, ავითარებს კომუნიკაციისა და ჯგუფში მუშაობის უნარს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: