მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეების ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
ახლახან, სკოლაში მოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა, პედაგოგ ნონა ცანავას ხელმძღვანელობით, თემატური აქტივობები გამართეს. მათ პრეზენტაცია მოამზადეს და პოსტერი - „23 ოქტომბერი მოლის საერთაშორისო დღეა“ შექმნეს.
დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეებმა კი თქვეს, რომ მოლის დღეს მომავალ წელსაც აღნიშნავენ.
„მოლის საერთაშორისო დღე, 23 ოქტომბერს, დილის 6:02 სთ-დან საღამოს 6 სთ-მდე აღინიშნება. მოლი მოლეკულებისა და ატომების რაოდენობის ერთეულია, 1 მოლი = 6,02ხ1023, რომელსაც ავოგადროს მუდმივობას უწოდებენ“,- სწორედ ეს ინფორმაცია მიაწოდეს სკოლაში მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები: