ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
ამასთან დაკავშირებით, კლასში პირველი საანბანო გაკვეთილი - „აი ია“ ჩატარდა. პატარებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, „ლურჯთვალა“ იები გააფერადეს, პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ და „აი ია“ დაწერეს.
მოსწავლეები აქტივობებში პედაგოგის - მაყვალა ნოზაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
„განსაკუთრებული დღე იყო პირველკლასელებისათვის. მოსწავლეები გაბრწყინებული თვალებით შეეგებენ ანბანის შემობრძანებას. ლამაზ გარემოში გაეცნენ ჯადოსნურ გასაღებს „აი ია“-ს,რომელიც იაკობ გოგებაშვილმა ქართული ენის ოქროს სკივრს მოარგო. მათ დედაენის შექმნის ლეგენდა მოისმინეს.
გილოცავთ პატარებო, ანბანის სწავლის დაწყებას, გისურვებთ უამრავ წარმატებას და წინსვლას თითოეულ პირველკლასელს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: