ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
იქ მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლაში პროექტის - „ზღაპრის პორტფოლიოს“ ფარგლებში, I სესია გაიმართა. მისი თემა გახლდათ „იყო და არა იყო რა?!“.
აქტივობაში მე-5 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საინტერესოდ ისაუბრეს.
იხილეთ ფოტოები: