ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა დიდი შემართებით დაიწყეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, იებითა და იის ფერებით მორთულ პირველ კლასში, დილიდანვე უჩვეულო ფუსფუსი იყო. ანბანის შემობრძანების მომლოდინე პატარები აღტაცებას ვერ მალავდნენ, მათ ყველა კუთხე-კუნჭული ცნობისმოყვარეობით დაათვაიერეს და „უცხო სტუმრის“ გამოჩენას მოუთმენლად ელოდნენ.
პაწაწინა მასპინძლები ანბანის მობრძანებას მრავალი სახალისო აქტივობით შეხვდნენ. ისინი პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„მართლაც დაუვიწყარი და განუმეორებელი დღე იყო. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს სასწაულ პატარებს, ჩემს მერცხლებს, განათლების უკიდეგანო სამყაროში. მინდა მათი პატარა გულები მუდამ სიხარულითა და ბედნიერებით ძგერდეს და მომავლის საუკეთესო ადამიანებად გაიზარდნონ“,- წერს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: