ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
მათ შორის, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღეა იზეიმეს. მოსწავლეები ამ დღისადმი მიძღვნილ კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ. მათ თემატური ნამუშევრები მოამზადეს, საყვარელლ პედაგოგებს პატივისცემა დაუდასტურეს და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლები მოსწავლეთა ასეთმა დამოკიდებულებამ ძალიან გაახარა.
„მოსწავლეებმა სხვადასხვა შინაარსის აქტივობით ჩვენი ყოველდღიურობა გაგვიფერადეს და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ მასწავლებელი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია მომავალი თაობების აღზრდაში“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: