თბილისის N103 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
მოგეხსენებათ, 27 ოქტომბერი დიდი ქართველი საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების 184-ე წლისთავი და ამასთან, ქართული საბავშვო წიგნის დღეა. სწორედ ამიტომ, სკოლაში შესაბამისი აქტივობები მოეწყო.
მეორეკლასელებმა, პედაგოგ - ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, დიდი ქართველი მწერლის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი იუბილე აღნიშნეს.
მათ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების ინსცენირება გამართეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: