ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში საინტერესო დებატები გაიმართა, რომლის თემა თანამედროვე გამოწვევებს ეხებოდა,
ღონისძიებაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დებატები საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება შეძლეს და არგუმენტირებულად იმსჯელეს.
შედეგად, გამოვლინდა 3 გამარჯვებული მოსწავლე, რომლებსაც სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების ორგანიზატორი ინგლისური ენის მასწავლებელი სალომე შავგულიძე გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: