„ჩვენ ვგმობთ ძალადობას“- შუასურების საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში საინტერესო აქტივობები გაიმართა
28-10-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში გრძელვადიანი პროექტი - „ჩვენ ვგმობთ ძალადობას“ მიმდინარეობს. მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით, საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია მოისმინეს. პრეზენტატორი კი, მე-12 კლასის მოსწავლე ქეთი შათირიშვილი გახლდათ. 

გარდა ამისა, სკოლაში თემატური ფილმიდან ნაწყვეტების ჩვენება გაიმართა. ამის შემდეგ კი დისკუსი მოეწყო. მის მიმდინარეობაში, მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლები და მშობლები ჩაერთნენ. 

ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია რამიშვილი გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203