მეორე წელია საქართველოში ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს - 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღნიშნება.
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში, სადაც მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია, ეს განსაუთრებული თარიღი ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიება სკოლის დირექტორის - გაიანე კარახანიანისა და სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელის - გოჰარ სოღოიანის ორგანიზებით გაიმართა და მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა.
მოსწავლეები სხვადასხვა მუსიკალური, საცეკვაო და შემეცნებითი ნომრით წარდგნენ მაყურებლის წინაშე და მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: