ფარცხანაყანევის N1 სკოლის მოსწავლეები - ნინო ნიქაბაძე და ანასტასია ფხაკაძე წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
29-10-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს - ნინო ნიქაბაძესა და ანასტასია ფხაკაძეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ  საჯარო სკოლების მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი 21 ოქტომბერს გაიმართა. 

ნინო ნიქაბაძისა და ანასტასია ფხაკაძის კლასის ხელმძღვანელი ირინე კოპალიანი გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება. 

„ვულოცავთ, მოსწავლეებს ამ დამსახურებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203