ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე შეყვარებული მოსწავლეები საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლიდან
28-10-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ამის ნათელი მაგალითია, პედაგოგ ლეილა თვალაბეიშვილის გაკვეთილი, სადაც მე-6 კლასის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის მოთხრბა „ხაზარულა“ საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს. 

გაკვეთილის შესახებ თავად ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლეილა თვალაბეიშვილი გვიყვება და ნოდარ დუმბაძის სიტყვები მოჰყავს.

 „სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი!“

მეექვსე კლასის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით იმუშავეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობაზე - „ხაზარულა“. ამოიწერეს ადგილები, რომლებიც ახალისებს მკითხველს და იუმორის საუკეთესო ნიმუშებია.  

გადმოცეს ხაზარულას განცდები და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ „თუ ადამიანი შეძლებს გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, საკუთარ თავში უღირსზე - ეს დიდი გამარჯვებაა და ასეთი ადამიანი ... ყურადღების, ხოლო ზოგჯერ მიბაძვის ღირსია“,- გვეუბნება პედაგოგი და ახარებს, მოსწავლეთა შემართება, შემოქმედებითობა და სწავლის ჟინი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203