საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის „ხაზარულას“ მიხედვით, კომიქსები შექმნეს
29-10-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საფუძვლიან და სიღმისეულ განათლებას აძლევენ, მიზნის მისაღწევად კი არაერთ სტრატეგიასა თუ მეთოდს მიმართავენ. 

ახლახან, ინტერდისციპლინური აქტივობის ფარგლებში, ისტ-ის მასწავლებელმა, ნათელიკო ჩხაიძემ მე-6 კლასის მოსწავლეებს, ნოდარ დუმბაძის „ხაზარულას“ შესწავლის შემდეგ, არაჩვეულებრივი იდეა შესთავაზა, რადგან ტექსტი საკმაოდ ემოციური და ფილოსოფიურია, მოსწავლეებმა, აქტივობა კომიქსის ფორმატში, საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით წარადგინეს. 

კომიქსების შექმნისას გამოჩნდა, რომ ბავშვებმა ტექსტი ღრმად გაიაზრეს, მასში აღწერილი მოვლენები, პერსონაჟები და თემები საინტერესო ვიზუალით წარმოაჩინეს.

მასწავლებელმა მოსწავლეებს მკაფიოდ და გასაგებად აუხსნა კომიქსის შემუშავების სპეციფიკა: 

1. სცენარის სტრუქტურირების თვალსაზრისით, თითოეული კომიქსის გვერდი მიუძღვნეს მოთხრობის სხვადასხვა ნაწილს (დასაწყისი, განვითარება, კონფლიქტი და ფინალი).

2. პერსონაჟების ვიზუალური იდენტობაც შესანიშნავად წარმოადგინეს: „ხაზარულასა“ და სხვა პერსონაჟების გარეგნული აღწერის საფუძველზე მოსწავლეებმა შექმნეს მეტყველი ილუსტრაციები.

3. თემების გააზრებისას, კომიქსები ფოკუსირდა მოთხრობის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა სიყვარული, ადამიანური სიკეთე და თანაგრძნობა.

4. ტექსტისა  და ვიზუალის ურთიერთმიმართებაში მნიშვნელოვნია, რომ ნარატივი ტექსტის სათქმელს სრულად ასახავს და ვიზუალთან ჰარმონიულადაა შერწყმული.

მასწავლებლის - ნათელიკო ჩხაიძის განმარტებით, ამგვარი აქტივობები არა მხოლოდ ტექსტის გააზრებასა და შემოქმედებითობის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ მოსწავლეები ინფორმატიკის გაკვეთილზეც იძენენ ცოდნას დიზაინის, გრაფიკული პროგრამებისა და გუნდური მუშაობის ირგვლივ.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საფუძვლიან და სიღმისეულ განათლებას აძლევენ, მიზნის მისაღწევად კი არაერთ სტრატეგიასა თუ მეთოდს მიმართავენ. 

ახლახან, ინტერდისციპლინური აქტივობის ფარგლებში, ისტ-ის მასწავლებელმა, ნათელიკო ჩხაიძემ მე-6ბ კლასის მოსწავლეებს, ნოდარ დუმბაძის „ხაზარულას“ შესწავლის შემდეგ, არაჩვეულებრივი იდეა შესთავაზა, რადგან ტექსტი საკმაოდ ემოციური და ფილოსოფიურია, მოსწავლეებმა, აქტივობა  კომიქსის ფორმატში, საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით წარადგინეს. 

კომიქსების შექმნისას გამოჩნდა, რომ ბავშვებმა ტექსტი ღრმად გაიაზრეს, მასში აღწერილი მოვლენები, პერსონაჟები და თემები საინტერესო ვიზუალით წარმოაჩინეს.

მასწავლებელმა მკაფიოდ და გასაგებად აუხსნა კომიქსის შემუშავების სპეციფიკა: 

1. სცენარის სტრუქტურირების თვალსაზრისით, თითოეული კომიქსის გვერდი მიუძღვნეს მოთხრობის სხვადასხვა ნაწილს (დასაწყისი, განვითარება, კონფლიქტი და ფინალი).

2. პერსონაჟების ვიზუალური იდენტობაც შესანიშნავად წარმოადგინეს: „ხაზარულასა“ და სხვა პერსონაჟების გარეგნული აღწერის საფუძველზე მოსწავლეებმა შექმნეს მეტყველი ილუსტრაციები.

3. თემების გააზრებისას, კომიქსები ფოკუსირდა მოთხრობის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა სიყვარული, ადამიანური სიკეთე და თანაგრძნობა.

4. ტექსტისა  და ვიზუალის ურთიერთმიმართებაში მნიშვნელოვნია, რომ ნარატივი ტექსტის სათქმელს სრულად ასახავს და ვიზუალთან ჰარმონიულადაა შერწყმული.

მასწავლებლის - ნათელიკო ჩხაიძის განმარტებით, ამგვარი აქტივობები არა მხოლოდ ტექსტის გააზრებასა და შემოქმედებითობის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ მოსწავლეები ინფორმატიკის გაკვეთილზეც იძენენ ცოდნას დიზაინის, გრაფიკული პროგრამებისა და გუნდური მუშაობის ირგვლივ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203