წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. იქ საშემოდგომო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა.
მის ფარგლებში, მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათის - ხილისა და ბოსტნეულის გამოფენა მოაწყვეს. მათ ღონისძიება არაჩვეულებრივი გამოსვლებით, ლექსებითა და სიმღერებით გაალამაზეს.
მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ წელიწადის მიმდინარე სეზონზე ისაუბრეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს.
აღნიშნული ღონისძიების ხელმძღვანელი ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ლუსინე კალაჩიანი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: