ბათუმის N20 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე 300 მოსწავლეზე გათვლილი დამატებითი სასწავლო შენობის მშენებლობა იგეგმება.
შენობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აშენდება.
აღსანიშნავია, რომ შენობაში საკლასო ოთახებთან ერთად განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, ასევე სასწავლო პროცესისთვის საჭირო სხვა სივრცეები.
სკოლაში ახარებთ სიახლე და იმედოვნებენ, რომ ახალ სივრცესთან ადაპტაციას სწრაფად და წარმატებით შეძლებენ.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის და სკოლების შენობების ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით აჭარის რეგიონში ახალი სკოლების მშენებლობა გრძელდება.