საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პირველკლასელებმა ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში „მოგზაურობა“ დაიწყეს.
პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყება პედაგოგებმა ზეიმად უქციეს, დამრიგებლებმა პატარების მოტივაციაზე იზრუნეს და ბავშვები მრავალფეროვან, სახალისო, საინტერესო და შემეცნებით აქტივობაში ჩართეს.
„ანი, ბანი, განი მობრძანდა ანბანი!“ - ამ სიტყვებით შეეგებნენ ქართულ ასობგერებს 1-ელია კლასის მოსწავლეები, რომლებიც შემართებით შეუდგნენ ანბანის სწავლას და არაერთი აქტივობა გამართეს.
აღსანიშნავია, რომ ამ შემეცნებით მოგზაურობაში მათ მეგზურობას დამრიგებელი რუსუდან თეთრაძე გაუწევს.
„მობრძანდა დიდებული ქართული ანბანი!“, - ეს კი პირველიბ კლასის მოსწავლეთა შეძახილი იყო, მათაც მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს ანბანის სწავლა და ინტერესით გაეცნენ პირველ ასო-ბგერებს. პირველიბ კლასის დამრიგებელი მერი თამაზაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: