წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებითა და ხალისით ერთვებიან.
ამჯერად, Iბ კლასის მოსწავლეებმა საზეიმოდ აღნიშნეს ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში შებიჯება და პირველი ასო-ბგერების გაცნობა.
მათ, ამ თავგადასავლებით სავსე სამყაროში კი, მეგზურობას პედაგოგი ლელა ეფსია გაუწევს.
მოსწავლეებისთვის დღე ემოციებით სავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, ისინი დიდი შემართებითა და ინტერესით შეუდგნენ ქართული ანბანის შესწავლას.
იხილეთ ფოტოები: