„კულტურული მემკვიდრეობა“ - შთამბეჭდავი სასკოლო პროექტი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში
28-10-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში პროექტებით სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, მათში მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან და საინტერესო აქტივობებში მონაწილეობენ. 

ამჯერად, სასკოლო პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობა!“, ფარგლებში სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა. 

„ნახე ის რაც შენია“, - ამ დევიზით, მესამე კლასის მოსწავლეებმა შიდა ქართლში იმოგზაურეს, მხარის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ მათი დამრიგებელი მაია რთველაძე გახლავთ. 

„სამშობლოს შეცნობა გრძელდება!“, - ამ გზავნილით კი, მეათე კლასის მოსწავლეებმა საფარა, ზარზმა, რაბათი და მწვანე მონასტერი მოინახულეს. 

მათი დამრიგებელი კი, იზა რეხვიაშვილია. 

„მოიარე საქართველო, შეიცანი და შეიყვარე“, - ამ დევიზით ჩაერთნენ პროექტში მე-8 კლასის მოსწავლეები და „შემოდგომისფერი კახეთი“ მოინახულეს. ესტუმრნენ შუამთას, იყალთოს, ალავერდს, თელავსა და წინანდალს. 

დამრიგებელი კი ხატია რაზმაძე გახლავთ. 

ამავე პროექტის ფარგლებში, მოეწყო შემეცნებითი ექსკურსია თბილისში. მეორე კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძველი თბილისი და ბოტანიკურ ბაღში დაესწრნენ ეკო-გაკვეთილს. 

ბუნების გაკვეთილების თემიდან გამომდინარე, მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ ხელოვნურ საარსებო გარემოს - ზოოპარკსა და ბოტანიკურ ბაღს.

კლასის დამრიგებელი ნატო ხაჩატუროვა გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203