„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლაში“ შემოდგომის დიდი დღესასწაული მოეწყო, ზეიმი, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი განწყობა აჩუქა.
სასკოლო საზოგადოების დიდი ჩართულობითა და მონდომებით, სკოლის ეზოში წელიწადის ოქროსფერი სეზონისადმი მიძღვნილი გამოფენა-ფესტივალი გაიმართა, სივრცეს კი, შემოდგომის ნუგბარი ამშვენებდა. მოსწავლეებმა გამოფენაზე წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
დღე მეტად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადა მოსწავლეთა მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა, რომლებიც სკოლის ეზოში გამოიფინა და მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
პიანისტი, მხატვარი, მოცეკვავე, მომღერალი - ეს არასული ჩამონათვალია იმ როლებისა, რომლებიც მოსწავლეებმა მოირგეს და სკოლის ისტორიას კიდევ ერთი დაუვიწყარი ფურცელი შემატეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეო