კონსტანტინე მეძველიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ.
მათი ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელი ვალია ჭილაია გახლავთ.
ღვაწლმოსილ პედაგოგს ადგილობრივმა თვითმართველობამ ადგილობრივი თემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელი გადასცა.
სკოლაში მასწავლებლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: