საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას კედლის გაზეთები მიუძღვნეს
27ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
მე-4ა კლასის მოსწავლეებმა „დედა ენის“ ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრება გაიხსენეს, მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს, ქართველი ერის წინაშე მისი ღვაწლი აღნიშნეს და ეს ყველაფერი კედლის გაზეთზე დაიტანეს. აქტივობი მოსწავლეებს პედაგოგმა ლილი რიკაძემ შესთავაზა.
საინტერესო კედლის გაზეთები გამოუშვეს მე-4ბ კლასის მოსწავლეებმაც. პედაგოგ რუსუდან თეთრაძის ხელმძღვანელობით, მოწაფეებმა წარადგინეს მწერლის ბიოგრაფია, მოღვაწეობა და როლი განათლებული საზოგადოების ფორმირებაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქტივობები გრძელდება.
იხილეთ ფოტოები: