დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
28-10-2024

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

24 ოქტომბერს თიანეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურის და დასვენების პარკში, საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - ირაკლი ზვიადაურმა მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები, ხოლო მერიის წარმომადგენელმა თიანეთის მერის - ლევან წიკლაურის სახელით ბავშვებს სიგელები გადასცეს.

თიანეთის N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს: ნელიკო ჭურჭელაურს, გიორგი ბურდულს და უშანგი მამადაშვილს მომავალში წარმატებებს და წინსვლას უსურვებენ.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203