„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ აძლევენ ხარისხიან განათლებას, არამედ ტოლეტანტობას, კაცთმოყვარეობას, სხვისი უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან.
ახლახან, „ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეებისთვის „ტოლერანტობის ტური“ მოეწყო.
„ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ. განსხვავებულია ჩვენი ეროვნება, კულტურა, ტრადიცია, მწრამსი. ყოველივე ეს, დიდწილად ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს, ამიტომ ტოლერანტობა შესაბამისად ერთმანეთის პატივისცემას გულისხმობს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
ტურის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა მოინახულეს ტოლერანტობის, შემწყნარებლობის საუკეთესო თვალსაჩინო მაგალითები, უნიკალური ძეგლები ჩვენი დედაქალაქის შუაგულში: კათოლიკური ეკლესია, სუნიტურ- შიიტური მეჩეთი, სომხური ეკლესია, სინაგოგა, მართლმადიდებლური ტაძარი…
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი მრავალფეროვნება მართლაც ჩვენი სიმდიდრეა“ - ერთხმად აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: