გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის პედაგოგები არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, არამედ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ, მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში კი ახალისებენ.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო პირველობა გაიმართა.
თამაშის პირველ ეტაპში III, IV, V კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თამაში საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ინტელექტუალურ პაექრობაში მე-4 კლასის გუნდმა „ერუდიტი“ გაიმარჯვა. მოსწავლეები კონკურსის შემდეგ ეტაპში იასპარეზებენ.
იხილეთ ფოტოები: