ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დასაჩუქრდნენ.
მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს: ანანო ხუსკივაძეს, მარიამ ჩიგოგასა და ლიკა ჭიჭინაძეს მიღწეულ წარმატებას ულოცავს, მათ წინსვლას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: