ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ, მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და არაფორმალური განათლების პროექტებში დიდი წარმატებით მონაწილეობენ.
ახლახან, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მხატვრული კითხვის კონკურსი - „ჩემი მაგნოლია“, ანა კალანდაძე - 100“ ჩატარდა. ქუთაისის N16 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე გიორგი მაღლაკელიძე კონკურსზე წარმატებით წარდგა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები - ანდრია ჭეიშვილი და ალექსი მიქაძე, რომელთაც შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: