ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლე მარი ლანჩავა პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა.
წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და რექტორმა გია ხუბუამ უმასპინძლა.
სწავლაში მიღწეული წარმატება კი მოსწავლეებს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ მიულოცა.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ, მას დამსახურებულ ჯილდოს ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელოს განათლების მიღება.
„მარი ლანჩავამ საუკეთესო აკადემიური მოსწრებით ღირსეულად დაიმსახურა პორტაბელური კომპიუტერი. მადლობა, მის მშობელს - მილანა კიკვაძეს და დამრიგებელს მანანა ოჩხიკიძეს წარმატებული შვილის და მოსწავლის აღზრდისთვის“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: