სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საინტერესო საგაკვეთილო პროცესის შეთავაზებას, პედაგოგები ზრუნავენ, რომ ბავშვებმა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა შეიძინონ, არამედ განივითარონ შემოქმედებითი თუ კრეატიული უნარები.
ამის ნათელი მაგალითია საინტერესო პროექტი - „ნიადაგის მოდელი ტკბილეულისგან“.
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში საინტერესო მოდელები შექმნეს, ინტერესით იმუშავეს დავალებაზე და თეორიულად მიღებული ცოდნა სათანადოდ გამოიყენეს.
სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან მშობლებს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.
იხილეთ ფოტოები: