აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს: ზაურ თურმანიძესა და ფარნაოზ მიქაძეს ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა - ივანე კორძაძემ და ვანის მერმა - ალექსანდრე გოგორიშვილმა პორტაბელური კომპიუტერები გადასცეს.
სკოლა მოსწავლეებით ამაყობს და მათ მომავალში კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: