აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სკოლა სასკოლო სპორტულ ოლიპიადას აქტიურად შეუერთდა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - 2024-2025 წლის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთის მუნიციპალური ტურნირი გაიმართა.
ტურნირში, ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავეს აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის სალომინაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ვაჟა ტოფაძემ, კახა ჟვანიამ, ნოდარ მჟავანაძემ, პავლე ლელაძემ და გაგა რაზმაძემ.
სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს და პედაგოგ მურად სვანაძეს გამარჯვება მიულოცა.
გამარჯვებულები რეგიონალურ ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას.
იხილეთ ფოტოები: