ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების შემოქმედებითი უნარების განვითარებასაც.
ამის ნათელი მაგალითია მე-4ბ კლასში ჩატარებული საინტერესო გაკვეთილი, რომელიც დიდი მხატვრებს - ლეონარდო და ვინჩსა და რაფაელს, ეძღვნებოდა.
მოსწავლეები გაეცნენ მათ ნამუშევრებს, საინტერესო ცნობები მოისმინეს მათი ბიოგრაფიის შესახებ, ეზიარნენ მათ განვლილ გზას, რამაც ისინი ყველა დროის საუკეთესო ფერმწერებად აქცია.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს მოსწავლეებმა მხატვრების ცნობილი ნამუშევრები გააცოცხლეს, მათი ინსპირაციით კი შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნეს.
„ცნობილ ნახატებს ჩვენეული სიხალისე შევმატეთ“, - სიხარულით აღნიშნეს მოსწავლეებმა და ნამუშევრები საკლასო ოთახში გამოფინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ხელოვნებას პედაგოგი ირინა კოსტავა ასწავლის, რომელიც ბავშვების ესთეტიკური ხედვისა და შემოქმედებითობის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ვიდეო: