თბილისის N143 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებიც სკოლის ისტირიაში არაერთ დასამახსოვრებელ ფურცელს წერს.
ამჯერად, სკოლაში „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა.
„ოქროსფერი შემოდგომა, ფერადი ფოთოლცვენით, თითქოს სულსა და სიცოცხლეს გვიფერადებს“, - სწორედ ასეთი ფერადი იყო 24 ოქტომბერი, სკოლაში.
ტრადიციულმა „შემოდგომის ფესტივალმა“, საკოლო საზოგადოება კვლამ ემოციებით აავსო.
როგორც სკოლაში აფასებენ, მორთულ-მოკაზმულიყო სკოლის ეზო, ბავშვების ლაღი ჟრიამული, სიმღერა, ცეკვა, მშობლებისა და პედაგოგების ფუსფუსი, სულსა და გულს ატკბობდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ გლდანი-ნაძალადევის რაიონის სკოლების დირექტორები.
იხილეთ ფოტოები: