ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მრავალფეროვანი რესურსებით ანებივრებენ.
ახლახან, მე-5ა კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია თემაზე - „ქართული ფუტკარი და მისი თვისებები“.
საქართველოში მეფუტკრეობის ტრადიციასა და ისტორიაზე ისაუბრეს. განიხილეს ქართული ფუტკარი თავისი დადებითი თვისებებით. ბავშვებმა საინტერესო ვიზუალური მასალა წარმოადგინეს და საკითხი სიღრმისეულად შეისწავლეს.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მაია თავართქილაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარებაზე მრავალფეროვანი აქტივობებით ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: