შუამთას საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მართა ბახტაძე მოსწავლეთა რესპუბლიკურ კონფერენციაში მონაწილეობდა
28-10-2024

ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლაში ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიებასა თუ კონკურსში ერთვებიან. 

მათ შორის არის მე-8 კლასის მოსწავლე მართა ბახტაძე, რომელიც მოსწავლეთა რესპუბლიკურ კონფერენციაში მონაწილეობდა. 

მოსწავლემ შესაძლებლობები გამოავლინა, აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთო და კონფერენციაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატიც დაიმსახურა. 

კონფერენცია School Ghone Kveknisa /სკოლა "ღონე ქვეყნისაში“ მოეწყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203