ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლაში მეგობრული და თანამშრომლობითი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგთა შრომასა და ამაგს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი ხედავს და აფასებს.
სწორედ ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. გაიმართა ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაში მოსწავლეები განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ჩაერთნენ.
მათ საყვარელ მასწავლებლებს მიმართეს, პატივისცემა დაუდასტურეს და პროფესიული დღე მიულოცეს.
„პატივისცემის გამოხატვა და უანგარო სიყვარულის დასტური გახლდათ ეს ღონისძიება. მადლობა თქვენ მადლობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: