27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა, ამავე დღეს უკვე მეორე წელია აღინიშნება მასწავლებლის ეროვნული დღე. ეს გამორჩეული თარიღი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
„დედა ენის“ ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღეს სკოლაში ლამაზი საღამო მიეძღვნა.
დაწყებითი კლასების კათედრის წევრების - ლანა კაკაჩიას, თამილა ჭაჭუასა და შორენა გოგოხიას ორგანიზებით, მოსწავლეები მრავალფეროვანი აქტივობებით წარდგნენ სტუმარების წინაშე - გააკეთეს პრეზენტაცია იაკობ გოგებაშვილზე, ისაუბრეს მის ბიოგრაფიაზე, შემოქმედებაზე, მოღვაწეობასა და ღვაწლზე... დაამზადეს ხელნაკეთი წიგნები და გააცოცხლეს გოგებაშვილის ცნობილი მოთხრობები.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა პროფესიული დღე მიულოცეს მასწავლებლებს, შეასრულეს სიმღერები, ხატოვნად წაიკითხეს ლექსები და საყვარელ პედაგოგებს ყვავილის თაიგულები მიართვეს.
იხილეთ ფოტოები: