მლაშეს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვაზეც ზრუნავენ
12-06-2018
მლაშეს საჯარო სკოლაში სწავლის პროცესის პარალელურად მოსწავლეები სამოქალაქო აქტივობებითაც კავდებიან. კერძოდ, მათ ცოტა ხნის წინ გარემოს დაცვასთან დაკავშირებით აქცია ჩაატარეს.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს, რომლითაც კიდევ ერთხელ შეახსენეს დამსწრეებს, რომ ბუნებაზე ზრუნვა ყველას ვალია.
პროექტის ხელმძღვანელი ბუნების მასწავლებელი ნელი სხირტლაძე გახლდათ.