თბილისის N36 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სტრატეგიებსა და თანამედროვე მიდგომებს იყენებენ და მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევენ. საგნობრივ ცოდნასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური სასკოლო კულტურა.
ახლახან, Iგ კლასის მოსწავლეებმა კლასში ქცევის წესები თავადვე შეიმუშავეს.
ქცევის წესების ფორმირება და შემდეგ დაცვა მოსწავლეებს კლასის ხელმძღვანელმა - ნინი დალაქიშვილმა შესთავაზა.
მოსწავლეებმა ერთად ჩამოაყალიბეს კლასში ქცევის წესები. აქტივობა მათთვის სახალისო და შემოქმედებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: