თბილისის N36 სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
31-10-2024

თბილისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მე-10 კლასის მოსწავლეებს - ნინო მუმლაძეს, ნინუცა მუმლაძეს, მარიამ თოფურიას, გიორგი მარტიაშვილსა და თედო ჟიჟიაშვილს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება. 

„ჩვენ ათოსნებს საზეიმოდ გადავეცით ნოუთბუქები, უამრავი წარმატება ბავშვებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავენ. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203