მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი რეგიონში მოღვაწე 30 სპეციალურ მასწავლებელს ინკლუზიური განათლების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
„10 ნოემბრიდან - 16 ნოემბრის ჩათვლით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს ინკლუზიური განათლების 30 სპეციალურ მასწავლებელს რეგიონებიდან.
„ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, მასწავლებლის სახლი რეგიონების სპეციალური მასწავლებლების ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახორციელებს პროექტს „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“. პროექტი საშუალებას აძლევს რეგიონის სპეციალურ მასწავლებლებს გაიზიარონ თბილისის წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, ნახონ თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას სკოლაში, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში/სკოლაში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები
სპეციალური მასწავლებლები განაწილდებიან თბილისის 10 სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ სუპერვიზორი/ხელმძღვანელი. თითოეული ხელმძღვანელი იმუშავებს რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე 3 სპეციალურ მასწავლებელთან“, - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის ინფორმაციაში.