ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას მოწმობს ისიც, რომ სკოლაში, ბიბლიოთეკის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლის ბიბლიოთეკარმა - ქრისტინე ხაჩატრიანმა ბავშვებისთვის ბიბლიოთეკაში, პატარა, მაგრამ სახალისო და საინტერესო ღონისძიება მოაწყო.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ბიბლიოთეკის დაარსების შესახებ, იმსჯელეს ბიბლიოთეკების სარგებლიანობასა და უპირატესობებზე.
ღონისძიების ბოლოს მათ გადასცეს საჩუქრად წიგნები, რამაც მოსწავლეთა განწყობა და მოტივაცია აამაღლა.
ეს დღე მოსწავლეთათვის დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: