ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ და წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
ახლახან სკოლაში განხორციელდა პროექტი - „წიგნების თარო“, რომელშიც მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ჯეფ კინის „წრიპა ბიჭის დღიურები“ განიხილეს.
მათ ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
პროექტის ხელმძღვანელი მაია გეთია გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: