ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებისთვის საგანი იყოს საინტერესო, თემა კი არა მხოლოდ თეორიულად, არამედ საინტერესო მეთოდებითა და პრაქტიკული სამუშაოებით ასწავლონ.
ამის ნათელი მაგალითია, მე-6 კლასის გაკვეთილები, რომლებსაც პედაგოგი შ. ჯანამიანი ხელმძღვანელობს და რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თავი ბუნების შესწავლის მეთოდებებს ეხებოდა, მოსწავლეებმაც დიდი ინტერესით შესწავლეს ბუნება საინტერესო პრაქტიკული სამუშაოებით.
გაიმართა შემდეგი აქტივობები: დაკვირვება, გაზომვა, ექსპერიმენტი, მოდელის შექმნა, ნამარხის აღდგენა.
ბოლოს კი, მოსწავლეთა შესრულებული დავალებების შეჯამება გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: