თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მათ აქტიურობასა და ინტერესს იწვევს.
ამჯერად, პირველკლასელებმა ანბანის „შემობრძანება“, იზეიმეს.
მოსწავლეებმა, სიხარულით შეაბიჯეს ანბანეთის თავგადასავლებით სავსე სამყაროში და ქართული ანბანის შესწავლას დიდი შემართებით შეუდგნენ.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგის სოფიო ხახიშვილის ხელმძღვანელობით, მოსწვალეებმა დღე ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარეს.
იხილეთ ვიდეო: